დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, რაც ძალიან მიხარია. ასევე გავიარეთ პროექტის პროცედურების შეფასება. ბოლო აქტივობა სახალისო იყო. დიდი მადლობა ჩვენს ტერენერს.
დღევანდელი დღე დაეთმო ბუკლეტის შექმნას. ჩემთვის არ იყო მაინც და მაინც მარტივი,რადგან აქამდე არასდროს მიმუშავია ბუკლეტზე. თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელი და გავართვი თავი . მცირე ნაწილის დასრულებას სახლში მოვახერხებ. დიდი მადლობა.
მეოთხე დღის რეფლექსია დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების საკითხებზე და შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შესაბამისი გრაფები. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა.ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება . დიდი მადლობა ჩვენს ტრენერსა და ჯგუფის წევრებს.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეხებოდა კითხვის ტიპებსა და მათ კლასიფიკაციას. საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო ტრენინგი გახლდათ. დიდი მადლობა :)