დღევანდელი დღე დაეთმო ბუკლეტის შექმნას. ჩემთვის არ იყო მაინც და მაინც მარტივი,რადგან აქამდე არასდროს მიმუშავია ბუკლეტზე. თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელი და გავართვი თავი . მცირე ნაწილის დასრულებას სახლში მოვახერხებ. დიდი მადლობა.
მეოთხე დღის რეფლექსია დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების საკითხებზე და შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შესაბამისი გრაფები. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა.ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება . დიდი მადლობა ჩვენს ტრენერსა და ჯგუფის წევრებს.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეხებოდა კითხვის ტიპებსა და მათ კლასიფიკაციას. საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო ტრენინგი გახლდათ. დიდი მადლობა :)
დღეს, მუშაობის პროცესში მოულოდნელად გაშავდა ნახევარი ეკრანი, რამაც საგრძნობლად შემაფერხა. ჩამოვრჩი :( ტრენერმა მომცა ინსტრუქცია და ვცდილობ დავასრულო დღევანდელი სამუშაო.